აქტუალური
პირველად თბილისში – 2013 წლის 4 თებერვალს ჟურნალისტიკის რუსულ-ქართული სკოლა იხსნება

1-anons-aktualno-1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ერთი კვირის განმავლობაში წამყვანი რუსული მასმედიის – საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“, რადიო „მაიაკის“, ჟურნალ „რუსკი რეპორტიორის“, გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტის“, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „ვესტნიკ კავკაზას“ ჟურნალისტები თავიანთი ქართველი კოლეგებისათვის ჩაატარებენ ტრენინგებსა და მასტერკლასებს უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა („მგიმო“) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები ქართველ ექსპერტებთან ერთად წაიკითხავენ ერთობლივ ლექციებს მასმედიის თანამედროვე ტენდენციებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ, აგრეთვე, წარმოადგენენ თავიანთ ხედვას სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავლის შესახებ მრგვალი მაგიდის ფარგლებში სახელწოდებით „სამხრეთი კავკასია –  2020: რეგიონის განვითარების პერსპექტიული სცენარები“.

სკოლაში სწავლების შემაჯამებელ დღეს გამოცხადდება კონკურსის პირობები ესეს შესაქმნელად, რომლის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს საუკეთესო ჟურნალისტები 2013 წლის ბოლოს შეძლებენ, მონაწილეობა მიიღონ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში, ქალაქ სოჭში.

ჟურნალისტიკის რუსულ-ქართული სკოლის მუშაობის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები.

ვიწვევთ ქართული მასმედიის ახალგაზრდა წარმომადგენლებს (ასაკი 20-იდან 35 წლამდე, მასმედიაში მუშაობის გამოცდილებით), მონაწილეობა მიიღონ სკოლის მუშაობაში 4-დან 8 თებერვლამდე, სასტუმრო „ამბასადორის“ (თბილისი, შავთელის ქ.13) საკონფერენციო დარბაზში, აგრეთვე, ინტერნეტპორტალი «For.ge» პრესცენტრში. სამუშაო ენა – რუსული.

ჟურნალისტიკის რუსულ-ქართულ სკოლაში მონაწილეობისათვის განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 1 თებერვალი.

ორგანიზატორები: რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „ჩრდილოეთი – სამხრეთი“ და არაკომერციული ორგანიზაცია „კავკასიური თანამშრომლობა“.

მონაწილეობის საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ:

იულია იაკუშევას (+7 929 521 98 06, yu-yakusheva@mail.ru)

ან

ირინა ხარლამოვას (+7 926 991 22 29, harlamowa@mail.ru).