საზოგადოება
ავადმყოფი: “ექიმო, გული მტკივა!” ექიმი: “I don’t understand, tell me in English, please”

samedicino-univeriთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის სასწავლო წელი დაიწყო. სამედიცინო უნივერსიტეტში წელს სწავლას უცხოენოვანი სტუდენტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 200-ზე მეტი სტუდენტი დაიწყებს.

მათი უმეტესობა შრი ლანკიდან და ინდოეთიდანაა, თუმცა მათ შორის თურქი, რუსი, აზერბაიჯანელი და იაპონელი სტუდენტებიც არიან. როგორც საქინფორმს უნივერსიტეტის პრესცენტრში განუცხადეს, პირველკურსელი უცხოენოვანი სტუდენტებისთვის განხორციელდება ე.წ. საორიენტაციო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები თბილისსა და მცხეთას დაათვალიერებენ.