აქტუალური
საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 75 საერთაშორისო და ადგილობრივი მედია ორგანიზაციის 1059 აკრედიტებული წარმომადგენელი გააშუქებს. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია იტყობინება.
ცესკოს ცნობით, 15 ივნისის არჩევნებს ცესკოში რეგისტრირებული 59 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება, მათ მიერ წარმოდგენილ დამკვირვებელთა რიცხვი 15,990-ს შეადგენს. ამასთან ერთად, ცესკოში რეგისტრირებულია 32 საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი 561 დამკვირვებელი.