აქტუალური
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა. საქართველოს პირველ პირს მან რატიფიკაციის პროცესში პოლონეთის მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი სხვა ქვეყნებშიც სწრაფად წარიმართება. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა აქტიური მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადაუხადა.
ორი ქვეყნის ლიდერებმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდზეც ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის როლი რეგიონის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.
გიორგი მარგველაშვილმა და ბრონისლავ კომაროვსკიმ საერთაშორისო ფორუმების ფორმატით შეხვედრის შესაძლებლობებზეც იმსჯელეს. ქვეყნის პირველმა პირმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.