უცხოეთი
საქართველო, 25 აგვისტო, საქინფორმი. თავად ოპოზიციაში ყოფნას მისთვის საუკეთესო შედეგს მოჰქონდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვადიმ კარასევმა განაცხადა. „ბატკივშჩინას“ ყრილობის ანონსირება უახლოესი დღეებისათვის იმას მოწმობს, რომ პოლიტიკური პაუზა, იულია ტიმოშენკოს დუმილი დასრულდა. ტიმოშენკო მზადაა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და უკვე იცის თავისი პარტიული სიაც“, - აღნიშნა კარასევმა.
კარასევი დარწმუნებულია, რომ „ბატკივშჩინას“ ყრილობაზე ბევრ სიურპრიზს ექნება ადგილი. „საზოგადოება ძალია გააქტიურებულია. ტიმოშენკოს ორთვიანი საარჩევნო კამპანია ეყოფა, რომ ისევ მოიპოვოს მხარდაჭერა“, - აღნიშნა მან.
პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ „ბატკივშჩინა“ უპირობო ლიდერი იქნება უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში და პარტიული სიით კენჭისყრის შედეგებით მეორე ადგილის დაკავებას შეძლებს. მისი აზრით, ახლა დადგება ის დრო, როდესაც ი. ტიმოშენკო ხელისუფლებაში პარტიულ წარმომადგენლობას გაემიჯნება. „იაცენიუკი, ტურჩინოვი, ანდა ავაკოვი უკვე დიდი ხანია ცალკეულ ჯგუფად იქცნენ, დიდი ხანია საკუთარ ხაზს ატარებენ. ისინი „ბატკივშჩინიდან“ თავად წავლენ“, - აღნიშნა ექსპერტმა.