უცხოეთი
შეგახსენებთ, რომ მინსკში იმართება შეხვედრა ფორმატით უკრაინა - ევროკავშირი - „ევრაზიის სამეული“ (ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი). შეხვედრის დღის წესრიგშია საკითხები, რომლებიც უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და დონბასში სიტუაციის სტაბილიზებას უკავშირდება. სავსებით მოსალოდნელია პოროშენკოს შეხვედრა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელიც ასევე მინსკს ეწვევა.
„უკრაინას რომ განეცხადებინა, ახლა ევრაზიულ კავშირში შევდივარო, ევროკავშირი არასოდეს შექმნიდა დიდ კონფლიქტს ამის გამო, თუმცა, ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას დაიჟინებდა“, - აღნიშნა მერკელმა. „უკრაინელ ხალხს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს საკუთარი გზის არჩევის საშუალება“, - განაცხადა მან და დააზუსტა, რომ ამან არ უნდა ავნოს რუსეთს: „ევროკავშირს სურს ამიერიდანაც კარგი ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთთან“, - განმარტა მერკელმა.