გაეროს მისიამ კი უკრაინელი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეთა დაღუპვაში დაადანაშაულა: „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეკისრებათ პასუხისმგებლობის წილი მოსახლეობის დაღუპვასა და ნგრევაში ქვეყნის აღმოსავლეთში ბრძოლების მიმდინარეობისას შეურჩეველი საარტილერიო ცეცხლის შედეგად“, - ასეთ დასკვნას შეიცავს ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში გაეროს უმაღლესი კომისრის სამონიტორინგო მისიის მორიგი მოხსენება უკრაინის შესახებ, რომელიც „იტარ-ტასის“ ხელთ აღმოჩნდა.
ამასთან, მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ უკრაინელი მოსამართლეები და სამართალდამცავი ორგანოები თვალს ხუჭავენ კიევის ხელისუფლების მომხრეთა მოქმედებებზე. კერძოდ, მოყვანილია მაგალითი, როცა „მემარჯვენე სექტორის“ აქტივისტები კარპატისპირეთის ოლქსი დააკავეს, მათ მანქანაში აღმოჩენილი იქნა დიდი რაოდენობით თოფები, ყუმბარები და ასაფეტქებელი ნივთიერებები. „მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის გამოძიება იარაღის უკანონოდ ფლობის ფაქტზე აღიძრა, ეჭვმიტანილები იმავე დღეს გაათავისუფლეს“, - აღნიშნავენ ექსპერტები.
![]() |
![]() |