უცხოეთი
ჟურნალისტის თქმით, წარსულში აშშ-ის კონგრესში უკვე იყო მსგავსი შემთხვევები, მათ შორის, სენატშიც. სენატორი ჯოზეფ მაკკარტნი 1950-იან წლებში ცნობილი იყო კომუნისტებისადმი თავისი ზიზღით. საბოლოოდ კი ის ფსიქიატრიულში აღმოჩნდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ჰოსპიტალში.
„ვფიქრობ, მაკკეინს ასევე სერიოზული ფსიქიკური აშლილობა აქვს და ამ ჰოსპიტალში ისიც უნდა გაიგზავნოს. მას უფლება აქვს, იქ მკურნალობის კურსი გაიაროს არა მარტო როგორც სენატორმა, არამედ, როგორც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანმაც“, - აღნიშნა მედსენმა.
„სრულ უაზრობას ლაპარაკობს. მაკკეინს სურს, რომ აშშ-მა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყოს. თავდაპირველად საბაბი საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრთ ოსეთის კონფლიქტი იყო. ახლა კი მას ომის დაწყება უკრაინასა და ყირიმში არსებული სიტუაციის გამო სურს“, - აღნიშნა ვეტერანმა.