რელიგია
მეუფე იაკობი: “ვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლა… ამას ვერ იზამდა ვერავინ, რომ არა ერთი კაცი, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან...“

1jacob-aqtual-2-relig-1საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით, საკვირაო ქადაგებისას, მეუფე იაკობმა გააკეთა.

დღეს რომ ისევ ხელისუფლებაში მობრუნება უნდათ, რას გვპირდებიან, რომ მობრუნდებიან?! ისევ ქუჩაში დახვრეტები?! ისევ ციხეებში გაუპატიურება?! ეს ხომ სისტემა იყო? ამას ვერ იზამდა ვერავინ, რომ არა ერთი კაცი, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან და არ ჩამოდის... რომ მოდიხართ და გვთავაზობთ თავს, სხვა ბრენდით მაინც მოდით, შეიცვალეთ და ჩამოაყალიბეთ რაღაცა, თუ დაგაკლდათვერ მოასწარით ყველას გაუპატიურება, ყველას მოკვლაროცა არ ხართ ღირსი სათავეში ყოფნის და როცა უფალი გადაგწევს, სხვებს უნდა დაუთმოთ!”, – განაცხადა, კერძოდ, მეუფე იაკობმა.

“უნდა მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და ჩვენი არჩევანი გავაკეთოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ ინანიებენ, რაც გაუკეთეს ქვეყანას, ღირსება როგორ აჰყარეს ერს, მობრუნებას რომ აპირებენ ისევ, რაღაცას უარი უნდა ეთქვას... რომ დააშავა, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს. მით უმეტეს, მკვლელებზე, ვინც აუპატიურებდა, იმაზე ხელის დაფარება, რა არის?! კიდევ ამაყად დადიან და ჭკუას გვასწავლიან.... თუ ქვეყანა და ღმერთი უყვართ, ცოტა ხანი გვერდზე გადადგნენ, შეხედონ საკუთარ შეცდომებს და წლები რომ გავა, თუ უფალი ინებებს და ხალხის ნებაც იქნება, ბევრი კარგი ადამიანია იქ და ვიღაცეებს პოლიტიკურ სამარეში არ უნდა გადაყვნენ“, - განაცხადა, კერძოდ, მეუფე იაკობმა.