რელიგია
ილია მეორე: „მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, მაგრამ მისი საშუალებით მიიღებ მადლს ღვთისა“

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. 22 ნოემბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

ძალიან ხშირი შემთხვევაა, როდესაც მშობლებს არ ესმით შვილების და შვილებს არ ესმით მშობლების. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი, ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: “პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა”, მაგრამ ამით არ მთავრდება, “რათა კეთილი გეყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა”. ამიტომ, მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შეიძლება არ გესმოდეს, შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს, მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”, – ბრძანა პატრიარქმა.

უწმიდესმა ქადაგებისას სტუდენტობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ცდილობდა, რაიმეთი გაეხარებინა მშობლები. უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასიამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკით, – განაცხადა უწმინდესმა.

ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა რამდენიმე გვარი და კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრი დალოცა.