რელიგია
„გამოცდა განსაკუთრებით იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, რომელიც სიკეთეს აკეთებს“ – ილია მეორე

 საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი.  17 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. „წმინდა იობი, რომელმაც დიდი განსაცდელი და წამება გამოიარა, სვამს კითხვას: გამოცდა ხომ არ არის ჩვენი ცხოვრებაო?! ცხოვრება მართლაც გამოცდაა. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება. გამოცდა მრავალსახისაა და განსაკუთრებით იმ ადამიანს შეიძლება შეხვდეს, რომელიც სიკეთეს აკეთებს, რადგან ეშმაკს მისი შურს”, – აცხადებს პატრიარქი. დღეს ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რამდენად რთულია ჩვენი ცხოვრება და როგორ შეიძლება დავძლიოთ სირთულეები. სირთულე შეიძლება მრავალსახის იყოსგანსაკუთრებით აწუხებს კაცობრიობას ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. ეს ბუნებრივი მოვლენა არ არის. ეს არის ბრძოლა ბოროტთან. ამიტომ ყოველდღე უნდა აკურთხოთ ნაკურთხი წყლით თქვენი ოთახები, სახლი, ეზო და აკმიოთ საკმეველი, რათა ბოროტი ძალა თქვენს სახლში არ შემოვიდეს”, – განაცხადა პატრიარქმა.

 ქადაგების დასასრულს ილია მეორემ რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და დალოცა შემდეგი გვარები: ძამისტარიშვილები, გარუჩავები და ემხვარები. პატრიარქმა ასევე ავღანელთა 43-ე ბატალიონი დალოცა.