პუბლიკაციები
„რუსული პროპაგანდა ძალიან სერიოზული გამოწვევაა საქართველოსთვის! NATO გააჩერებს რუსულ პროპაგანდას საქართველოში!“ - ხიდაშელი ანტირუსული „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში (საქინფორმი)

 საქართველო, 3 თებერვალი, საქინფომი. რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა იყო თოქ-შოუ „ვექტორის“ მთავარი თემა საქართველოს ტელევიზიის ანტირუსულ 1 არხზე „საზოგადოებრივი მაუწყებლი“. გადაცემის წამყვანებმა - ცნობილმა რუსოფობებმა ირაკლი ტაბლიაშვილმა და გიორგი ცხვიტავამ - გადაცემის მსვლელობისას ყურადღება რუსულ საინფორმაციო პროპაგანდაზე გამახვილეს.

 როგორც პირდაპირი ჩართვისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რუსული პროპაგანდა ძალიან სერიოზული გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისევე აღმოსავლეთ ევროპისა და მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის: ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თემა, საზრუნავი, საფიქრალი და პრობლემა. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ფარგლებში მიმდინარეობს ძალიან აქტიური და ქმედითი მუშაობა ამ პროპაგანდისტული მანქანის გასაჩერებლად. ჩვენც ნაწილი ვართ ამ სისტემის, რომელიც დღეს იქმნება. საქართველო მთელი ამ პროცესის სრულფასოვანი თანამონაწილეა.

 დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ევროპა ამ ინსტრუმენტს შექმნის, რომელიც საქართველოშიც ისევე წარმატებით იმუშავებს, როგორც პოლონეთში ან საფრანგეთში“.

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციებისთვის მზადყოფნაზეც ილაპარაკა და სოჭის ოლიმპიადის პერიოდი გაიხსენა: ნებისმიერი ასეთი ინიციატივა შესაძლებელია სწორედ იმ ფორმატში, რაც სოჭის ოლიმპიადის დროს იყო. ეს არ იყო რუსულ-ქართული, ეს იყო საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო ინიციატივა. მხოლოდ ასეთი საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში ვხედავთ ჩვენს შესაძლებლობას პარტნიორებთან ერთად“.

 საქინფორმი შეახსენებს თავის მკითხველს, რომ საქართველოს ტელევიზიის 1 არხი - ტელეკომპანია „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის საქართველოში ერთადერთი სახელმწიფო ტელევიზია და, შესაბამისად, ფინანსდება ხალხის ფულით სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 მიუხედავად ამისა, ე.წ.საზოგადოებრივი მაუწყებელი“ გამოხატავს არა ქართველი ხალხის - საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის (90% მეტის), არამედ NATO-ს, NATO-ს წევრი თურქეთის, აშშ-ის სპეცსამსახურების ინტერესებს, რადგანაც წარმოადგენს საქართველოში დასავლეთის „რბილი ძალის“ და ჰიბრიდული - საინფორმაციო ომის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს. შესაბამისად, ტელეკომპანიებთან „რუსთავი 2“-თან ერთად აწარმოებს საქართველოში პროდასავლურ ანტირუსულ პროპაგანდას.