აქტუალური
ალასანიამ, რომელიც საქართველოში, მისი აზრით, „პრორუსული“ მედიის აღკვეთისკენ მოუწოდებდა, უცებ „სარედაქციო თავისუფლებაზე“ "ზრუნვა" დაიწყო?!

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას გარკვეულ ეჭვს აღუძრავს ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებული პროცესები. საარჩევნო წელს რომ ასეთი ცვლილებები იგეგმება და ხორციელდება, ბუნებრივია, ჩვენში, ყველაში ეჭვს აღძრავს, რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვას. თუმცა, დღეს მე არანაირი საბუთი არ მაქვს, რომ დავადასტუროთ რამე ცვლილება სარედაქციო პოლიტიკაში. ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, საზოგადოებაში ძალიან დიდ ეჭვებს აღძრავს“, - განაცხადა ალასანიამ.

 სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის განცხადებით, არხის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ხელისუფლების ჩარევის ნიშნები უნდა გამოირიცხოს. ვაკვირდებით ტელეკომპანია „მაესტროს“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მედიის მრავალფეროვნება იყოს უზრუნველყოფილი და ხელისუფლების მხრიდან ტელეკომპანია „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის ყოველგვარი ნიშანი უნდა გამოირიცხოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ თუკი საუბარი არის კონკრეტულ ცვლილებებზე, აუცილებელია, რომ ეს ფორსირებულ რეჟიმში არ წარიმართოს“, - განაცხადა ნანუაშვილმა.