სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ნატო-სა და წევრი ქვეყნების ექსპერტებს მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები წარუდგინა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ სემინარში – "წინსვლა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" მონაწილეობა მიიღო და სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ილაპარაკა.

სემინარში, რომელზეც საქართველოს 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) პროექტი განიხილეს, ნატო-ს შტაბბინიდან და წევრი ქვეყნებიდან ჩამოსული ექსპერტები მონაწილეობდნენ. სემინარზე ნატო-ს ექსპერტების მიერ გამოთქმული რეკომენდაციების გათვალისწინებით, 2016 წლის წლიურ ეროვნულ პროგრამას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისია დაამტკიცებს და შემდეგ აღნიშნულ დოკუმენტს ქართული მხარე ალიანსს წარუდგენს.