სამართალი
„ივანიშვილის წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და ნაცები ლამისაა გაგიჟდნენ“ – ნიკოლოზ მჟავანაძე

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ციხისძირიდან შეკვეთილში სამი მრავალწლიანი ხის გადარგვაზე ვნებათაღელვა არ ცხრება, რასთან დაკავშირებითაც ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენცია გამართა.

 „ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც 9 წლის მანძილზე ათასობით ჰექტარი  რეკრეაციული ზონა  გაანადგურა, დღეს ისე წარმოაჩენს სიტუაციას, თითქოს დიდი ბუნების დამცველები იყვნენ. ხალხი, რომელმაც საქართველოს ეკოსისტემა გაანადგურა, სამი ხის გადარგვაზე აჟიოტაჟს ტეხს.

 პარკის გარდა, ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში ამიერკავკასიაში პირველი უნიკალური 10 000-კაციანი მოძრავი საკონცერტო დარბაზი ააშენა, რომლის ანალოგი პოსტსაბჭოურ სივრცეშიც არაა. იმის მაგივრად, გახარებული იყვნენ, გაუგებარ პანიკას თესავენ. თუკი ნაციონალებს და მათ სატელიტებს აღნიშნული შეფასება გადამეტებულად ეჩვენებათ, შეუძლიათ, თავიანთ ბელადს  მიხეილ სააკაშვილს მოუსმინონ, 2010 წელს სწორედ ამგვარი შეფასება მისცა მან  მშენებარე საკონცერტო დარბაზს. პროექტის დასრულების შემდეგ ასეულობით ადგილობრივი დასაქმდება და შეკვეთილი  მსოფლიო დონის გასართობ და დასასვენებელ ცენტრად იქცევა. გასაგებია, ნაცმედიას და “ნაცმოძრაობას” აღიზიანებს ქვეყნის განვითარება, მაგრამ საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებიც იმავე სცენარით რატომ მოქმედებენ, გაუგებარია. ივანიშვილის  წყალობით შეკვეთილში ხდება საოცრება და ნაცები ამის გამო ლამისაა გაგიჟდნენ“, – განაცხადა მჟავანაძემ.