სამართალი
„გვეყო ნატოს კართან ხელგაწვდილი მთხოვნელის როლში ყოფნა“ – შატბერაშვილი ნეიტრალიტეტის გამოცხადების წინადადებით გამოდის

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ჯეიმს აპატურაის განცხადებასთან დაკავშირებით „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.

 „მიუხედავად ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურთა არაერთი განცხადებისა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ალიანსში განხილვაც კი არ მიმდინარეობს, ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლება ჯიუტად გვიმტკიცებენ, რომ უმოკლეს ხანში ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი გახდება. განსაკუთრებით აქტიურობით გამოირჩევა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

 8 თებერვალს ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე MAP-ის მიღებაც კი ვერ მოხდება, მეტიც, მისი თქმით, ნატოს წევრობა საქართველოსთვის საფრთხის შემცველიცაა.

 შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად მიგვაჩნია, ქვეყნის ხელისუფლებას მოვუწოდოთ, დაიწყოს დაუყოვნებელი მუშაობა საქართველოს მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად, ეს ნაბიჯი დაგვაახლოვებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან, მოაგვარებს ურთიერთობას რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უზრუნველყოფს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა, კერძოდ, სოსო შატბერაშვილმა.