რელიგია
საქინფორმი: ხანძარი სამების ტაძარში და წარწერები ჯვრის მონასტერზე ტერორისტების ჯგუფის ნამოქმედარია, იერიში მართლმადიდებლობაზე საქართველოში გაგრძელდება!

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. პირველმა განგაში მოქალაქე ნინო ანდრიასოვაატეხა, რომელმაც საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე დაწერა, რომ 23 მარტს ის მცხეთაში ჩავიდა და ჯვრის მონასტერში ასულმა ჯვრის მონასტრის კედლებზე ვანდალიზმის ფაქტები ნახა – ქრისტიანების შეურაცხმყოფელი შინაარსისა და თურქულ, არაბულ და ლათინურ ენებზე წარწერები „ალაჰ აკბარ!“. სოცქსელში მან მის მიერ გადაღებული ფოტომასალაც განათავსა.

 „დღეს ვიყავი სტუმრებთან ერთად ჯვარზე და რა ვნახე… ჯვრის კედლებზე წარწერები თურქულად, არაბულად და როგორც ხედავთ ლათინურად არის… როგორ შეიძლება ასე???…”

 თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაულთან, რომელიც კონკრეტული კულტურულ-რელიგიური ძეგლის შეურაცხყოფას სცდება, ამიტომ შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედონ, რომ ამის ჩამდენები კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ და, ასევე, შეიმუშაონ პრევენციის მექანიზმი, რათა მომავალში მსგავსი ფაქტი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან მდიდარია ქრისტიანული კულტურის ძეგლებითა და ეკლესიებით, აღარ განმეორდეს.

 საქინფორმი ვარაუდობს, რომ ხანძარი სამების ტაძარში და წარწერები ჯვრის მონასტერზე ერთი და იმავე ჯგუფის – საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელშემწყობთა ნამოქმედარია. ეს იყო პირველი სერიოზული იერიში მართლმადიდებლობაზე საქართველოში, რომლებიც კვლავაც გაგრძელდება.

 საქინფორმი ასევე არ გამორიცხავს, რომ ტერორისტები უფრო აქტიურ ქმედებებზე გადავლენ, ვიდრე ქრისტიანულ სიწმინდეებზე წარწერების გაკეთებაა და პარიზში, ანკარაში, სტამბულსა და ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ, მორიგ ტერაქტს საქართველოში მოაწყობენ.