რედაქტორისგან
ანგელა ანგელოზი სულაც არ ყოფილა - რამდენიმე სიტყვა კანცლერ მერკელის ამორალურ სახეზე (საქინფორმი, ნაწილი 1)

 საქართველოში ახალი სკანდალი აგორდა - უცნობმა პირებმა YouTube-ზე განათავსეს სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი სპეცსამსახურების მიერ მისივე ბრძანებით ფარულად გადაღებული ვიდეოები, სადაც ცნობილი პოლიტიკოსები - დაოჯახებული მაღალი თანამდებობის პირები - “განზე” სექსით არიან დაკავებული. საგულისხმოა, რომ ამ ვიდეომასალამ უბრალო ქართველები კი არ აღაშფოთა, არამედ ე.წ. ცნობადი სახეები - პოლიტიკოსები, მინისტრები, პარლამენტარები, უფლებადამცველი არასამთავრობოები და ჟურნალისტები, რომლებიც ევროატლანტიკურ საქართველოს ემხრობიან და დასავლეთის ფულით ქვეყანაში გააფთრებულ ანტირუსულ პროპაგანდას ეწევიან.

 საგანგებოდ “გამოსული” პროპაგანდისტების ზემოაღნიშნული კატეგორიისთვის საქინფორმმა სამიოდე კვირის წინ გამოაქვეყნა მასალები აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის - ლესბოსელი, ფსიქოპათი და ნარკომანი ჰილარი კლინტონის შესახებ, რათა შეეხსენებინა ევროატლანტიკური ქართველებისთვის - ავხორცობა და ოჯახური ღალატი, გარყვნილება და სექსუალური ძალადობა სწორედ მათთვის ესოდენ სათაყვანო აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს ხელმძღვანელობას ახასიათებს!

 დღეს კი გერმანიის კანცლერზე, ქალბატონ მერკელზე მოგიყვებით და მკითხველი შეიტყობს, რომ ანგელა - სულაც არ ყოფილა ანგელოზი... რა მეტამორფოზა განიცადა გერმანელმა ქალბატონმა, რომელიც თავდაპირველად პრაგმატულ პოლიტიკას ატარებდა, პირველმა განაცხადა უარი ბოროტმოქმედი სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევაზე და ნატო-ს ყველა მინისტერიალზე ბლოკავდა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას? რატომ დაუჭირა მხარი გერმანიის კანცლერმა უკრაინაში ნეოფაშისტურ სახელმწიფო გადატრიალებას, როდესაც მისი მოქალაქეებისთვის ყველაზე დიდ შეურაცხყოფად მათი ქვეყნის ისტორიის ფაშისტური პერიოდის შეხსენება ითვლება? რატომ გადაიქცა ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის ხელმძღვანელი ბოლო წლებში “ევროპის ახალი რკინის ლედიდან” აშშ-ის მარიონეტად და მხარი დაუჭირა ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელზეც ენერგოდამოკიდებულია და ტრადიციულად ფართო სავაჭრო ურთიერთობა აქვს? და რატომ გახდა ასეთი უმოწყალო თანამემამულეების მიმართ - რატომ შეუშვა ქვეყანაში ასიათასობით სირიელი ლტოლვილი ტერორისტებთან და მოძალადეებთან ერთად, რომლებიც გერმანიის ქუჩებში დღისით-მზისით მასობრივად აუპატიურებენ გერმანელ ქალებს? ნუთუ მერკელსაც, სააკაშვილის მსგავსად, აღაგზნებს საკუთარ მოქალაქეებზე სექსუალური ძალადობის სცენების ყურება?

 მერკელის მუტაციის მიზეზი მის ფრიად არაერთმნიშვნელოვან წარსულში - ბავშვობასა და სიყმაწვილეში უნდა ვეძებოთ.

 

 ფრაუ მერკელის ნაცისტური ფესვები

 დავიწყოთ ამასწინანდელი სკანდალით, რომელიც არა გარყვნილ ქართველ ლოლიტ-ვუმენებს, არამედ გერმანიის ამჟამინდელ კანცლერს ეხებოდა. “ჯერ FDJ (თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის კავშირი, რომლის პროტოტიპი ალკკ გახლდათ), შემდეგ - აღმოსავლეთ ბერლინის ჯაშუში, მერე სკინჰედებთან დაწოწიალობდა, ახლა - გერმანიის კანცლერია. აი, ქალბატონი მერკელის კარიერა!” - ასეთი მინაწერით გამოჩნდა ინტერნეტში ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილია ახალგაზრდა ანგელა 1933 წელს სკინჰედების კომპანიაში  ნეონაცისტურ ახალგაზრდულ ცენტრ “Elbterrassen”-ში მაგდებურგში, მათ მიერ ანტიფაშისტ ტორსტენ ლამპრეხტის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგ (იხ. ფოტო №№1, 2). გამოქვეყნებული 23 წლის წინანდელი ფოტოები გერმანიის 61 წლის კანცლერის უცვლელ ნაცისტურ გატაცებებზე მეტყველებს - ის ხომ ახალგაზრდობაში ნეონაცისტურ ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობდა, 2013 წელს კი მხარი დაუჭირა უკრაინელი ფაშისტების - УНО-ელი ბანდერელების შთამომავლებს, თუმცა ერთი სიტყვით შეეძლო სისხლიანი მაიდნის შეჩერება! გაიხსენეთ: მას შემდეგ, რაც პატარა ბიჭივით დატუქსა პრეზიდენტი იანუკოვიჩი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის დაყოვნების გამო, მან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვიქტორია ნულანდთან წყვილში, კანონიერი ხელისუფლება დაამხო და უკრაინის სათავეში ნეონაცისტები მოიყვანა ძებნილ სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობისას საკუთარ ხალხს ანადგურებდა.

 დონბასის სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებაც მერკელის სინდისზეა, რომელიც ახალგაზრდობაში დონეცკში რუსულ ენას სწავლობდა და ენობრივ პრაქტიკას გადიოდა.

 მაგრამ მოდით, უკან დავბრუნდეთ: 1954 წელს ჰამბურგში, ლუთერანული ეკლესიის პოლონელი პასტორის ჰორსტ კაზმერჩაკის და უცხო ენების პოლონელი მასწავლებლის ჰერლინდა ენშჩის ოჯახში გოგონა დაიბადა, რომელსაც ანგელა დოროთეა დაარქვეს. ვინაიდან მამამისმა გვარი “კასნერად” ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამდე გადაიკეთა, გოგონაც პირველ ქორწინებამდე ამ გვარს ატარებდა. საინტერესოა, რომ ანგელას ბაბუა - ლუდვიკ კაზმერჩაკი - პოლონეთ-უკრაინისა და პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომებში მონაწილეობდა, ხოლო 1943 წელს სერჟანტის ჩინით გერმანიის საიდუმლო სახელმწიფო პოლიციაში - გესტაპოში მსახურობდა.

 თუმცა, მეორე ვერსიაც არსებობს: ევროპაში დღემდე დადის ხმები, რომ გფრ-ის კანცლერი ანგელა მერკელი ადოლფ ჰიტლერის ღვიძლი ქალიშვილია!  ის თითქოსდა ფიურერის გაყინული სპერმიდან ჩაისახა, რაც მშვენივრად იციან ამერიკის სპეცსამსახურებმა, რომლებიც სულაც არ იყვნენ წინააღმდეგი, ახალი “ჰიტლერი კაბაში” გამოეზარდათ. დასავლურ პრესაში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჰიტლერისგან რაც შეიძლება მეტი ბავშვის “გაკეთების” იდეა ნაცისტურ გერმანიაში ცნობილ გინეკოლოგ კარლ კლაუბერგს ეკუთვნოდა, რომელიც ადამიანების ხელოვნურ გამრავლებაზე ცდებს ატარებდა. ვითომდა, მანვე გაყინა ჰიტლერის სპერმა, რომელიც შემდეგ, გარიგების შედეგად, ЦРУ-მ გამოიყენა. ამასთან, ჰიტლერის მომავალი შთამომავლობის დედად ადოლფის მრავალწლიანი საყვარლისა და ხანმოკლე ცოლის ევა ბრაუნის უმცროსი და - მარგარეტ (გრეტელ) ფეგელაინი შეარჩიეს (იხ. ფოტო №3). სათესლე სითხე გაალღვეს, გრეტელის საშვილოსნოში შეიყვანეს, და 9 თვის შემდეგ, 1954 წლის 20 აპრილს (ადოლფ ჰიტლერის დაბადების დღეს, და არა 17 ივლისს, როგორც ოფიციალურ დოკუმენტებშია მითითებული) ამ ქვეყანას ანგელა მოევლინა, რომელიც პასტორის ოჯახში გააშვილეს.

 ასე იყო თუ ისე, ოჯახში ანგელა თავშეკავებულობით არ გამოირჩეოდა - მშობლებთან კამათის დროს ის ხშირად კარგავდა მოთმინებას და მღვდელ მამას ეურჩებოდა. ამის შესახებ თავად მერკელმა ილაპარაკა ერთ-ერთ ინტერვიუში. ის პირდაპირი გაგებით ცოფდებოდა, როდესაც, მაგალითად, დედა ბოსტანში ოხრახუშის მოსაკრეფად აგზავნიდა...

 საგულისხმოა, რომ ანგელას მამა პასტორი ჰორსტ კასნერი (კაზმერჩაკი) უმიზეზოდ როდი იყო ეჭვმიტანილი შტაზი-სთან (გდრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო) კავშირში, ისევე, როგორც შემდგომში - მისი ცნობილი პოლიტიკოსი ქალიშვილი. 1954 წელს კასნერი დასავლეთიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადაბარგდა და სათავეში ჩაუდგა სასწავლო ცენტრს პასტორებისა და მქადაგებლებისთვის “Waldhof”-ს, რომელმაც 1971 წელს მიიღო სახელმწიფო სტატუსი “ეკლესია სოციალიზმში” (ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებისთვის უპრეცედენტო შემთხვევა!).

 იქნებ მერკელს სწორედ ამერიკელების მიერ მისი ბიოგრაფიის ამ, ჩვეულებრივი გერმანელი ბიურგერისათვის უცნობი, ფაქტების გასაჯაროების ეშინია, ამიტომაც ელაქუცება დღეს აშშ-ს?..

 

 რუსული ენა, პიონერია, კომკავშირი და მერკელის პირველი ღალატი

 სკოლაში გერმანიის მომავალი კანცლერის ყველაზე საყვარელი საგანი რუსული ენა იყო. 1968 წელს 14 წლის ანგელა მოსკოვშიც კი იყო, როგორც რუსული ენის ზოგადეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული, მერე კი რუსულ ენაში სასკოლო გამოცდა ფრიადზე ჩააბარა და განათლების მიღება ლაიფციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტში განაგრძო.

 სკოლის წლებში ანგელა მერკელი ერნსტ ტელმანის სახელობის პიონერთა ორგანიზაციის წევრი იყო (Pionierorganisation “Ernst Thälmann”), მერე კი გერმანულ კომკავშირში - თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის კავშირში (FDJ) შევიდა. ეს გახლდათ გერმანიის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდული ფრთა, სადაც მას აგიტაციისა და პროპაგანდის მდივნის პოსტი ეკავა (იხ. ფოტო №№4, 5). მალე ბუნდესმინისტრმა ლოთარ დე მეზიერმა ის პარტია “გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში” გადაიბირა. პირველ ხანებში მერკელი დე მეზიერის ერთგული თანამებრძოლი იყო, მაგრამ როდესაც ის, თავად მერკელის ფარული დასმენის შედეგად, “უეცრად” “შტაზის” (გდრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო) სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულეს, ანგელამ საჯაროდ დაგმო თავისი უფროსი, რის შემდეგაც პარტია “ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის” თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

 იმ ადამიანების ღალატი, რომელთა წყალობით ის სწრაფად ადიოდა კარიერულ კიბეზე, მომავალში ანგელა მერკელისთვის ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცევა.

 

 მერკელი ვისკის გათიშვამდე ყლურწავდა, ჰაშიშით ერთობოდა, შიშველი ბანაობდა და მოცვით სპეკულანტობდა

 ნორჩი ანგელა ანგელოზივით მოზარდი ნამდვილად არ ყოფილა: მან სიგარეტი 14 წლისამ გასინჯა, ერთხელ კი წვეულებაზე ისე გამოთვრა, რომ ნავიდან გადავარდა: “მაშინ მეტისმეტად ბევრი ალუბლის ვისკი დავლიე და გავითიშე...”, - აღიარა მერკელმა ჯერ კიდევ 1994 წელს და დაამატა, რომ “ჰაშიშსა და ჰეროინს შორის განსხვავება კარგად იცის”...

 სიყმაწვილეში ანგელა მეგობრებთან ერთად მოცვით სპეკულანტობდა და მთავრობას ატყუებდა. საქმე ის არის. რომ გდრ-ის დროს “ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობის ამხანაგობა” კერძო პირებს კილოგრამ მოცვში 4 მარკას უხდიდა. საცალო ქსელში კი იგივე მოცვი 2 მარკა ღირდა, ვინაიდან კენკრით ვაჭრობას სახელმწიფო დოტაციებით უჭერდნენ მხარს. “ერთი ჩვენგანი კილოგრამ მოცვს აბარებდა, მეორე კი ერთი საათის შემდეგ დუქანში შედიოდა და ამ კილოგრამს 2 მარკად ყიდულობდა”, - მერკელმა მის მიერ მოფიქრებული უკანონო სქემა მხოლოდ 2009 წელს გაამხილა, მაშინ კი ის ორპირი სიტყვებით გამოდიოდა და სპეკულაციასთან ბრძოლის აგიტაციას ეწეოდა!

 უკვე ლაიფციგის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტში სწავლის დროს ანგელა დისკოთეკა “ანგელას” აწყობდა, რომელზეც იმპროვიზებულ ბარის დახლზე შემდგარი ალუბლის ვისკის ყიდდა, ცეკვავდა და ჯიბის ფულს ასე შოულობდა (იხ. ფოტო №6).

 არაფხიზელ მდგომარეობაში და ნეგლიჟეში ცეკვისადმი სიყვარული მერკელს სამუდამოდ შემორჩა (იხ. ვიდეო - ცეკვა საცურაო კოსტიუმში), ხოლო ის, რომ ყმაწვილი ანგელა ადგილობრივ ტბაში შიშველი სიამოვნებით ბანაობდა, უკვე მსოფლიოში ცნობილი ფაქტია (იხ. ფოტო №7).

(გაგრძელება იქნება)

საქინფორმი
2016 წლის 11 აპრილი
საქართველო, თბილისი