პუბლიკაციები
ნიკოლოზ მჟავანაძე: როცა NDI-ს მისი ყოფილი ხელმძღვანელი სააკაშვილთან შეკრულს უწოდებს, ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. 

 ქართველები მუშაობენ NDI-სთვის, NDI- ამერიკელი თანამშრომლები  სააკაშვილისთვის.

 ,,2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ NDI-მ  კვლევებმა, აჩვენა რომ   ,,ნაციონალურ მოძრაობას’’  37%, ,,ქართულ ოცნებას''  კი  მოსახლეობის  12 %  უჭერდა მხარს  , რამდენიმე დღეში  არჩევნები ,,ოცნებამ'' მოიგო.  NDI-ს მიერ დაკვეთილმა კვლევამ  კი აჩვენა მინიმუმ 42%-იანი ცდომილება! სოციოლოგიური კვლევები უშვებენ მაქსიმუმ 2 ან 3 %-იან ცდომილებებს, მაგრამ 42%-იანი  შეიძლება აიხსნას მხოლოდ მხოლოდ იმით, რომ კვლევები  გაყალბებული იყო. ამის შემდეგ ნებისმიერი თავმოყვარე ორგანიზაცია შეწყვტდა ქვეყანაში სამიანობას, მაგრამ NDI-მ  იმავე სტილში განაგრძო მუშაობა და დღესაც  ნაციონალების მაშველ რგოლად გვევლინება.’’-განაცხადა   ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელმაც მედიისთვის სპეციალური განცხადება გაავრცელა  რომლის სრულ ვერსიას უცვლელად გთაავაზობთ:

 ,,ჩვენ რა უნდა ვთქვათ NDI-ზე , როცა 90-იან წლებში NDI-ს წარმომადგენელმა და დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა  საქართველოში  გრეგორი მინჯეკმა მისი ყოფილი ორგანიზაცია სააკაშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და განაცხადა:  რომ  ,,NDI ხელს უწყობს სააკაშვილის დანაშაულებსა და შეცდომებსო .

 2012 წელს  იმჟამად   ,,პაბლიქ სტრატეგის” ხელმძღვანელმა  გრეგორი მინჯეკმა განაცხადა მედიასთან საუბრისას განაცხადა:

 ,,ის მეთოდები, რომლებითაც საქართველოში NDI მუშაობს, სრულიად გაუგებარია. მათი დასმული კითხვები და კვლევის მეთოდები არ შეესაბამება ორგანიზაციის მუშაობის წესებს. კითხვები არასწორად არის შედგენილი. აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც კანონით ისჯება. პირდაპირ გეტყვით, - ქართველები მუშაობენ NDI-სთვის, ხოლო NDI- ამერიკელი თანამშრომლები - სააკაშვილისთვის.

 მაგალითად, მარკ მალენი. ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ სააკაშვილისთვის მუშაობდა. მარკ მალენი NDI- საქართველოს განყოფილების უფროსი იყო. ის დღემდე საქართველოშია, ”ჯორჯიან ტრანსფერენსშიმუშაობს. NDI- ქართული ოფისის საქმიანობა ანტიდემოკრატიულია და სხვა არაფერი. მე შევხვდი NDI- საქართველოს ოფისის ამჟამინდელ უფროსს, ლუის ნავაროს და ვკითხე, ვინ ხარ და რა გინდა-მეთქი? ჩავეძიე, თუ როგორ ატარებენ გამოკითხვას, რა მექანიზმით და მივიღე ძალზე არასახარბიელო პასუხი. ამ თემაზე პრესაში ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ ლუის ნავაროსთან საუბრის შემდეგ გაბრაზებულმა დავტოვე ოფისი. ჩვენმა შეხვედრამ ძალზე არამეგობრულ ვითარებაში ჩაიარა.’’

 15 წელზე მეტია NDI  კვლევებს უკვეთავს ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრს’’. ორგანიზაციას, რომლის დამფუძნებელი გახლდათ ,,ნაციონალური მოძრაობის’’  ერთ-ერთი ლიდერი ლევან თარხნიშვილი, რომელიც  2002-2007 წლებში   იყო  ,,კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის’’ დირექტორი. სადაც მასთან ასვევე მუშაობდა პარლამენტის და ნაცმოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა.  ცესკოს თავმჯომარედ დანიშვნის შემდეგ, ლევან თარხნიშვილმა ორგანიზაციის დირექტორად  ნაცმოძრაობასთან დაახლოვებული პირი  კობა თურმანიძე დანიშნა, რომელიც დღესაც იგივე პოზიციაზეა. ექსპერტების და პოლიტიკოსების არაერთი მოწოდების  მიუხედავად  NDI-ს კშეეცვალა კონტრაქტორი და ნაცვლად ნაცმოძრაობასთან დაახლოვებული ორგანიზაციისა სხვას ჩაეტარებინა საველე სამუშაოები  NDI კვლავაც აგრზელებს იმავე კურს და  ყველაფერს აკეთებს ნაცების ხელისუფლებაში დსაბრუნებლად.