პოლიტიკა
"არავითარი შანსი არ არსებობს, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას ნატოს შემადგენლობაში საქართველოს და უკრაინის მიღების საკითხზე", - ამერიკის ელჩი ნატოში

   საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. “არავითარი შანსი არ არსებობს, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას ნატოს შემადგენლობაში საქართველოს და უკრაინის მიღების საკითხზე”, - განაცხადა ამერიკის ელჩმა დუგლას ლიუტმა. “არა მგონია, რომ უახლოეს პერსპექტივაში, მომავალი რამდენიმე წლის ან უფრო მეტის განმავლობაში, ნატოს შემდგომი გაფართოების სერიოზული შესაძლებლობა არსებობდეს”, - თქვა ლიუტმა, - ვფიქრობ, რუსეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიულ ვითარებაში, სტრატეგიული ვითარება კი ამუხრუჭებს ნატოს გაფართოებას”.

 ლიუტი ირწმუნება, რომ პრინციპში, ნატო ღიაა ახალი წევრებისთვის, თუმცა ამისთვის აუცილებელია ალიანსის წევრი 28-ვე ქვეყნის თანხმობა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, ხოლო რუსეთის სამხედრო ამბიციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, შესაძლოა, არც არის აუცილებელი. “თუ იქიდან ამოვალთ, რომ რუსეთს შინაგანი სისუსტე ახასიათებს და ქვეყანა, როგორც ჩანს, მდგრადი დაცემის მდგომარეობაში იმყოფება, უაზრობა იქნებოდა ზეწოლის გაგრძელება და, შესაძლოა, ამ დაცემის დაჩქარება და გაღრმავება”, - აღნიშნა ელჩმა და მოცემულ მომენტს ნატოსთვის “გარდამტეხი” უწოდა, რაც მხოლოდ ცივი ომის ეპოქას შეიძლება შევადაროთ, - გადმოსცემს “როიტერი” ლონდონიდან.