პოლიტიკა
საქართველო–აშშ–ის ურთიერთობის ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის სენატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს.  აღინიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

 საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეარსებულ  სიტუაციას.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეფ სეშენსს საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის. 

 შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება.