სამართალი
ბადრი ბიწაძე მზადაა, ლევან გაჩეჩილაძეს პირისპირ გაუმეოროს, რაზეც ევაჭრებოდა ''გრეჩიხა'' სააკაშვილს

badri-ninoბადრი ბიწაძე მზადაა, ლევან გაჩეჩილაძეს საზოგადოების წინაშე გაუმეოროს, რაზე ევაჭრებოდა სააკაშვილს და რაზე ვაჭრობდა ''სახალხო კრებასთან''. ამას შესახებ ბიწაძე "ასავალ-დასავალის" დღევანდელ ნომერში წერს (№1 27.12.2010)."მინდა ყველამ იცოდეს, მე ვადასტურებ ამ ფაქტებს და მზად ვარ, ლევან გაჩეჩილაძეს საზოგადოების წინაშე გავუმეორო, თუ რაზე ევაჭრებოდა იგი სააკაშვილს და რაზე ვაჭრობდა ''სახალხო კრებასთან''. მე ამ ყველაფრის უშუალო მომსწრე ვარ, ყველაფერი საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. გამოვიდეს გაჩეჩილაძე, გამოვიდეს სააკაშვილი და ღიად ვისაუბროთ ამაზე", - აცხადებს ნინო ბურჯანაძის მეუღლე.

ბადრი ბიწაძე იმეორებს, რომ შავნაბადაზე გაჩეჩილაძისა და სააკაშვილის საუბარი მოისმინა. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ ''სახალხო კრებასთან'' შეერთების სანაცვლოდ 2 მილიონი და დამატებით კიდევ 1 მილიონი ე. წ. პარაშუტის სახით მოითხოვა. გაზეთი მკითხველს ამ ინტერვიუს ვრცლად მომავალ ნომერში ჰპირდება.

 

შეგახსენებთ, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ   გუშინ გადაცემა "აქცენტებში" პირველად ისაუბრა იმ სკანდალურ ფაქტებზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია გაზეთ "ასავალ-დასავალს" მისმა მეუღლემ ბადრი ბიწაძემ მიაწოდა.

მისი თქმით, სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც იმით ინარჩუნებს, რომ გარკვეულ დასაყრდენს პოულობს ოპოზიციაში.

"ქართულ პარტიასთან" დაპირისპირებაში იგი ირაკლი ოქრუაშვილსა და ეროსი კინწმარიშვილს ადანაშაულებს. გადაცემაში მან განაცხადა:

"ეს დაიწყო ირაკლი ოქრუაშვილმა და ეროსი კიწმარიშვილმა და ჩაიხვიეს მთელი პარტია ამაში. როცა დავრწმუნდით, რომ ისინი ხელისუფლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს და გაჩნდა ეჭვები, კიდევ ხომ არ მიდიან ხელისულებასთან გარიგებაზე, იძულებულგავხდით, გვეთქვა ის, რაც ვიცოდით."

მისი განცხადებით პოზიციური ერთობა უნდა შედგეს იმ პოლიტიკოსებისგან, ვინც საკუთარ ხალხს შუა გზაში არ მიატოვებს და პრეზიდენტთან ოცნებებზე სასაუბროდ არ გაიქცევა.

ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ ამ საკითხებზე ისაუბრა. ნინო ბურჯანაძის თქმით, გაჩეჩილაძესთან გარიგების სანაცვლოდ მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გარანტია, რომ ოპოზიცია არ შეუშლიდა ხელს ინაუგურაციის ჩატარებას. ნინო ბურჯანაძე ეჭვობს, რომ „ქართული პარტია“, კერძოდ, ლევან გაჩეჩილაძე და ეროსი კიწმარიშვილი, შესაძლოა, ამჟამადაც იყოს ხელისუფლებასთან გარიგებული და სწორედ ამიტომ უპირისპირდება „სახალხო კრებას“, რამაც აიძულა ყოფილი სპიკერი ორი წლის წინანდელი საიდუმლო გარიგების დეტალები გამოეაშკარავებინა. ამ თემაზე კომენტარი "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამაც გააკეთა და იგი ლევან გაჩეჩილაძის მიმართ ბადრი ბიწაძის განცხადებებს "უცნაური ბრალდების ფორმას და მაფიის მეთოდებს" უწოდებს.