საზოგადოება
„მსგავსი ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი დანაშაული დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება“ - გიორგი მღებრიშვილი

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ხურჩაში მომხდარ მკვლელობას სასტიკი უწოდა. მსგავსი ცინიზმით და სისასტიკით ჩადენილი დანაშაული და ასეთი მუხანათური მკვლელობა დაუსჯელი ნამდვილად არ დარჩება, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა

 მინისტრის განმარტებით, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარს აკონტროლებს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შესაბამისად, რაიმე საფრთხე მოსალოდნელი არ არის.

 საზარელ მკვლელობას უწოდებს ხურჩაში მომხდარ ფაქტს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მეორე მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები და მას იმედი აქვს, რომ დამნაშავე დაისჯება.

 „ეს არ არის იმ ტიპის შემთხვევა, როდესაც ექსკლუზიურად, მარტო საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მყისიერი რეაქციის მოხდენა“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.