უცხოეთი
„სააკაშვილი ჰალსტუხის გარეშე“ – სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ამ საიდუმლო მოლაპარაკებების სრული ვერსია НТВ–ს ხელში აღმოჩნდებოდა (ვიდეო)

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ძალაუფლებით გაბრუებულ ოდესის ოლქის მეთაურს 21–ე საუკუნის ნაპოლეონის კომპლექსებიან  ჰიტლერს უწოდებენ. ობამა მას ამას ვერ გაუგებს, პოროშენკო ამას არ აპატიებს, იაცენიუკი კი ამას შეახსენებს! მას უყვარს მხოლოდ უკრაინული პრესის მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა მისთვის მოულოდნელად НТВ–ს კამერის წინ აღმოჩნდა.

 აპრილში „Новые русские сенсации“–ის ეთერში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საზარელ დანაშაულებზე მისი მასობრივი რეპრესიების მსხვერპლნი ალაპარაკდნენ. შეკვეთილი მკვლელობები, წამება, ძალადობა და პოლიტპატიმრების ორგანოებით არალეგალური ვაჭრობაც კი – ეს ყველაფერი საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის განაჩენივით გაჟღერდა.

 ეთერის შემდეგ მალევე უკრაინული WikiLeaks–ის საიტზე გამოჩნდა სააკაშვილისა და მისი „ხელისბიჭი ჯალათი“ ზურაბ ადეიშვილის – საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც 2013 წლიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფება და ახლა ისიც უკრაინაშ იმალება.

 სააკაშვილმა არ იცოდა, რომ ამ საიდუმლო მოლაპარაკებების სრული ვერსია НТВ–ს ხელში აღმოჩნდებოდა. უფრო მეტიც,საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოედგინა, რომ ჩვენი ობიექტივის წინ აღმოჩნდებოდა. მან ქართული პარადოქსისა და კიევის სამეფო კარის საიდუმლოებებზე ისაუბრა. მხოლოდ НТВ–ზე, პროგრამაში „Новые русские сенсации“ – მიხეილ სააკაშვილის ექსკლუზიური აღსარება (ვიდეო იხ. აქ).