საზოგადოება
"ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?! იმსახურებს თუ არა პატივისცემას ქართველი ხალხი?!" - ლევან ბერძენიშვილი

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს რესპუბლიკელი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი.

 „თუკი უმრავლესობის დეპუტატისთვის პიჯაკის შეურაცხყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მე მაქვს კითხვა, 20 კაცის მიერ პარლამენტის წევრების, ოპოზიციური პარტიის ლიდერების ფეხქვეშ გაგება, ცემა-ტყეპა მთელი მსოფლიოს დასანახად, ისჯება თუ არ ისჯება?! როგორ არის, ლორთქიფანიძის პიჯაკი უფრო ძვირი ღირს თუ მელიას ჯანმრთელობა?! საერთოდ, ქართველი ხალხი იმსახურებს თუ არა პატივისცემას? არ მინდა, სიტყვა სპორტსმენი ვიხმარო იმ ჯალათების მიმართ, რომლებიც თურმე სპორტსაც ემსახურებიან. არანაირი სპორტსმენები ისინი არ არიან. სპორტსმენი არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმიანობა“, – აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.