სამართალი
„სპორტსმენებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი აღარ გვქონდა“ – გიორგი მღებრიშვილი

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. შს მინისტრის ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა:

 „ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადდნენ შს სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძველი მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და ნუ შევქმნით აჟიოტაჟს არაფრის გამო”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.