აქტუალური
კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდ „ჰარი ტრუმენზე“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე მოწყობილ ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ. მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ . კონერი, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი და შტაბის უფროსი, მალტის შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.

სტუმრებმა ავიამზიდის საგემბანო ავიაცია და მასზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერეს, გაეცნენ სამხედრო ხომალდის მუშაობის პრინციპს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ავიაშოუსაც დაესწრნენ.

ღონისძიებების დასასრულს „ჰარი ტრუმენის“ წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.