სამართალი
„სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ჯოზეფ დოულს შორის“ – მანანა კობახიძე

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარის ჯოზეფ დოულის განცხადებაზე.

 „ეს ის ადამიანია, რომელიც ევროპარლამენტს მოუწოდებდა, არ მიეღოთ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე. საზოგადოებამ აღიქვა, რომ ეს იყონაციონალური მოძრაობისმიწოდებული ტექსტი. შემდეგნაციონალურ მოძრაობასმოუხდა ბოდიშის მოხდა, რომ საზოგადოების რისხვა არ დასტყდომოდა თავს“, - აღნიშნა კობახიძემ.

 მისივე თქმით, სახეზეა საქართველოს წინააღმდეგ ძალიან საეჭვო თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პიროვნებას შორის. მაშინაც ბოდიში მოიხადა ამ ადამიანმა, რომ ეს არ იყო EPP-ის ოფიციალური პოზიცია, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

 ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოული საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ დოული სოციალურ ქსელ ტვიტერში წერს.