საზოგადოება
ინტერნეტი საქართველოს 2000 ქალაქისა და სოფლისთვის: ეკონომიკის სამინისტროსა და ივანიშვილის ფონდი „ქართუს“ პროექტი 100 მლნ დოლარი დაჯდება

 საქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. გუშინდელ სხდომაზე მთავრობამ  „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა“  დაამტკიცა.

 რამდენიმე თვის წინ მიღებული სტრატეგიის თანახმად, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთან ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.

 „არ ხდება ისე, რომ ამ პროექტმა კერძო სექტორის ინტერესები გადაკვეთოს. პირიქით, ის ხელს უწყობს, სხვადასხვა დაინტერესების ზონების მიხედვით, კერძო სექტორის შესვლას საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. ხოლო იქ, სადაც ნაკლებად არის დაფიქსირებული ან საერთოდ არ არსებობს ინტერესი და ინტერნეტის შეყვანა ეკონომიკურად აზრს მოკლებულია, პროგრამას მთლიანად ფონდიქართუაფინანსებს. ეს არის აბსოლუტური ქველმოქმედება, ყველანაირი ბიზნესდაინტერესების გარეშე. პროგრამა, სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება. ეს არის ნამდვილად საშვილიშვილო საქმე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პროექტს ფონდი „ქართუ“ და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. სააგენტომ დააფუძნა სპეციალური კომპანია, ერთეული Open net, რომლის მეშვეობით კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის პარტნიორობა ხორციელდება.