რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “მარგველაშვილმა დაამტკიცა, რომ საქართველოში ნებისმიერი რეფერენდუმი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გარეშე, მათ შორის - ნატოში შესვლის თაობაზე, ბათილია!“

 „პუტინისა და ერდოღანის შეხვერის შემდეგ საქართველო რუსეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორების ჩაკეტილ გარემოცვაში აღმოჩნდა“

 

 2016 წლის 9 აგვისტოს, 2008 წლის ომის მე-8 წლისთავის მეორე დღეს, საღამოს 8 საათზე, მარგველაშვილმა დაამტკიცა, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი კი არა, ლგბტ- პრეზიდენტია. მარგველაშვილმა ქორწინებისა და ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს 20% ოკუპირებულია, რუსეთს საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია აღიარებული აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ამ რეალობაში რეფერენდუმის ჩატარება დამატებით სამართლებრივ არგუმენტებს აძლევს ოკუპანტს".

 მარგველაშვილის ლოგიკით, მამაკაცი, რომელიც მამაკაცთან და ქალი, რომელიც ქალთან ცხოვრობს, საქართველოს ნამდვილი პატრიოტია, ხოლო თუ ისინი ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის არიან, როგორც უფალს ჰქონდა ჩაფიქრებული, კრემლის აგენტები ყოფილან.

 რაც შეეხება მარგველაშვილის მიერ ნახსენებ რეფერენდუმის კანონს, სადაც გარკვევით წერია, რომ რეფერენდუმი ტარდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“,  შევახსენებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ 2008 წელს საქართველოს ნატოში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა, ანუ, კანონსაწინააღმდეგოა და ბათილი!

 სამაგიეროდ, ბრიფინგზე გამოსულ მარგველაშვილს (ისევ - არაფხიზელ მდგომარეობაში!) მხარი “ნაცმოძრაობამ“, „რესპუბლიკურმა“ და სხვა მოპედარასტო პარტიებმა დაუჭირეს და, რაღა თქმა უნდა, „სამოქალაქო სექტორმა“ - ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რითაც საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს: "ან ერასტი ხარ, ან - პრორუსი!" - ამ დილემის წინაშე დააყენეს მათ მთელი ქართველი ხალხი, თანაც "რუსეთუმეობაში" ყველა ქართული ტრადიციული მართლმადიდებლური ფასეულობა გააერთიანეს. აწი რეფერენდუმიც არ არის საჭირო იმისთვის, რომ გაიგო - რა არჩევანს გააკეთებს ქართველი ხალხი...

 ხოლო მარგველაშვილის მიერ იგნორირებულ 200 ათას ხელმომწერს, რომლებიც რეფერენდუმის ჩატარება სურთ, ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები - ანუ, უამრავი თანამოაზრე ჰყავთ. ამიტომ, რადგანაც მარგველაშვილმა დაამტკიცა, რომ ის უმრავლესობის კი არა, ლგბტ-უმცირესობის პრეზიდენტია, 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

 არის მეორე გამოსავალიც - საქართველოში სასწრაფოდ ჩატარდეს რეფერენდუმი პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების თაობაზე. თუ ამ ინიციატივას „ქართული ოცნება“ ითავებს, მისი საორგანიზაციო რესურსით ერთ კვირაში ორ მილიონამდე ხელმოწერა შეგროვდება და რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ახალარჩეული პარლამენტი ამ ცვლილებას კონსტიტუციაში შეიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დესტრუქციული ელემენტი პრეზიდენტი მარგველაშვილის სახით კიდევ ერთი წელი ასატანი გაგვიხდება, რომელიც ყველა კანონპროექტზე ვეტოს დაადებს, როგორც აქამდე აკეთებდა და როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი აკეთებდა 2012-2013 წლებში ახალარჩეული პარლამენტისა და ივანიშვილის პრემიერობის დროს.

 ხოლო თუ „ქართული ოცნება“, ვაი და, პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით არ მოვიდა, ის მარგველაშვილის ვეტოებს ვერ დაძლევს და კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ შეიტანს, რაც სახელმწიფოში სახელისუფლებო კრიზისს გამოიწევს.

 დაბოლოს, რაც შეეხება მარგველაშვილის მიერ ნახსენებ „არგუმენტებს“ და „რუს ოკუანტებს“: ზუსტად იმ დროს, როცა ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი”, როგორც მარგველაშვილი საკუთარ თავს უწოდებს, ზემოთ ნახსენებ ბრიფინგს ატარებდა, რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს სანკტ-პატერბურგში მასპინძლობდა. პუტინის და ერდოღანის შეხვედრით წრე შეიკრა - აწი საქართველოს უკლებლივ ყველა მეზობელი, რუსეთის გარდა, რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორია. რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს აკონტროლებს, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან, აჭარა კი თურქეთს მხოლოდ რუსეთის - ყარსის ხელშეკრულების გარანტის - ხათრით ჯერჯერობით არ მიაქვს, აზერბაიჯანს ნატოს და ევროკავშირის გაგონებაც არ უნდა, ხოლო სომხეთი პუტინის მიერ შექმნილ ევრაზიულ კავშირში შევიდა.

 როგორც ვიცი, რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი აქვე, მეზობლად არიან, ამერიკა და ევროპა - სადღაც შორს, ძალიან შორს...

 ნუთუ ეს არგუმენტი არ არის?!

“საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 9 აგვისტო