სამართალი
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ობიექტებს, სადაც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, არ ჰქონდათ მინიჭებული სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი; აღნიშნულ ობიექტებზე შესვლის უფლება, სათანადო ნებართვის შემთხვევაში, ჰქონდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე დაშვების არმქონე პირებსაც.
ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.