საზოგადოება
“საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, კარგად ცნობს "ნაციონალური მოძრაობის" სახეებს" - დიმიტრი ხუნდაძე

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 "ნაციონალური მოძრაობა" თავის პოლიტიკურ დასასრულს უახლოვდება. მას ჰგონია, რომ მოიკრიბა ძალ-ღონე და რაღაც პოლიტიკურ შედეგზე გავა, მაგრამ ეს არის წარმოუდგენელი, რადგან საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, მას არ ავიწყდება, რომ ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 2 გვამი გამოდიოდა. მას არ ავიწყდება, რომ პრემიერ-მინისტრი ითხოვდა ორ გვამს. საზოგადოებას არ დაავიწყდება ის, რომ ქუჩაში უფულობის გამო ადამიანი იღუპებოდა.

 საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია, ის ძალიან კარგად ცნობს "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას, ძალიან კარგად ცნობს "ნაციონალური მოძრაობის" სახეებს, რაც არ უნდა ფერი იცვალონ და გადაივარცხნონ ქოჩორი, ისინი იქნებიან სხვა პოლიტიკურ ბლოკში თუ იქნებიან დამოუკიდებელი კანდიდატები, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" სახეს ვერასდროს ვერ წაიშლიან და საზოგადოება მათ განაჩენს 8 ოქტომბერს გამოუტანს", - განაცხადა ხუნდაძემ.