რედაქტორისგან
„თუ რუსეთის ბაზის შემომყვანი პარტიები აიკრძალა, აიკრძალოს ამერიკული ბაზის შემომყვანი რესპუბლიკური პარტიაც!“ - არნო ხიდირბეგიშვილი

 გუშინ საღამოს, 2016 წლის 6 სექტემბერს, სატანისტების პარტიამ, საარჩევნო ნომრით "6", თავისი საარჩევნო კამპანია დაასრულა! „რუსთავი 2“-ს ტელეეთერში მოწვეულმა რესპულიკურმა პარტიამ საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზისემოყვანა მოითხოვა, ზვიად გამსახურდიანაციონალისტი უწოდა და „მრგვალი მაგიდა“ კომპარტიასთან გაათანაბრა! ამის შემდეგ რესპუბლიკელებმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე კი არა, პირად უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ და ოდესაში ემიგრაციაში წასვლაზე იფიქრონ.

 რფ-ს სამხედრო ბაზების დაბრუნებაზე მეოცნებე პარტიებს - ბედუკაძის  ცენტრისტებსდა კვარაცხელიას სოციალისტებს - „ცე-ეს-კო“-მ საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმა, ამიტომ სასწრაფოდ უნდა  გაუქმდეს შშ-ის სამხედრო ბაზის შემოყვანაზე მეოცნებე "რესპუბლიკური პარტიაც"!

 პუტკუნა მავნებლებმა (ხმელი ხმალაძე რომ არ ჩავთვალოთ) გაბუნიას „არჩევანში“ აღიარეს, რომ 2012 წელს აირჩიეს კოალიცია „ქართული ოცნება“ მარტო იმიტომ, რომ პოლიტიკურ სანაგვეზე არ დარჩენილიყვნენ, თორემ „უსუსური“ ივანიშვილი სულაც არ მოსწონდათ, რომლის მოღვაწეობაც რესპუბლიკური პარტიის გარეშე, თურმე,  „გაუთავებელი შეცდომების კასკადი“ ყოფილა!  მოსწონდათ მარტო „უნიათო“ ივანიშვილის მილიონები, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტი ოფიციალურად აჩუქა!

 „კა-გე-ბე“-ს ულუფიდან სუპის მსრუტავი უსუფაშვილი „პატრიოტთა ალიანსთან და ყველასთან შებრძოლებას შეგვპირდა, "ვისაც რუსეთში დაბრუნება სურს". ამით ძმებ სტუკაჩიოვებზე შექმნილი მითი - როგორც „ცოდნისგან დამძიმებულ თავებზე“ - საბოლოოდ გაქარწყლდა: დაბრუნება შეიძლება მარტო იქ, სადაც უკვე იყავი, მაგალითად - აფხაზეთში და სამაჩაბლოში, სადაც საქართველოს ყვეპატრიოტს დაბრუნება სურს!

 ბნელ რესპუბლიკელებს კიდევ, მოუწევთ დაბრუნება იქ, სადაც მუდამ იყვნენ და საიდანაც ივანიშვილმა აშშ-ის რეკომენდაციით ამოიყვანა - სოროსის ბნელ ხვრელში!

 P.S.  რესპების გუშინდელი მოთხოვნა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე ვაშინგტონში მიიღეს და დღეს დილით თბილისს, უკვე მე-4 ვიზიტით, ნატოს გენმდივანი სტოლტენბერგი ეწვია...

საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 7 სექტემბერი