საზოგადოება
„სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი?! ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს, ეშინია დაკეტილი სივრცის, განა ის ნებაყოფლობით ჩაჯდება ციხეში?!“ – ივანიშვილი

  საქართველო, 28 სექტემბერი, საქინფორმი. „რუსთავი 2“ სიცრუის ეტალონია და როგორ შეიძლება, მათ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები იყოს ბოლო ვერდიქტი, - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვას მიხეილ სააკაშვილის  განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლები იქნება საბოლოო ვერდიქტი.

 „ნუ დაძაბავს მიხეილ სააკაშვილისგან ნახსენები წარღვნა მოსახლეობას. მე ჩამოვალ და რაღაც საოცრებებს მოვახდენო, სად ჩამომსვლელია ეგ საცოდავი, ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს, ეშინია დაკეტილი სივრცის, კარგად იცის, რომ ეგრევე შეიყვანენ. სად ჩამომსვლელია, რომელი წარღვნით გვემუქრება და რომელი დემოკრატიის აღზევებით. კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არ აქვთ. არაფრის თავი არ აქვთ ამ საცოდავებს. ეგეც გაუბედურებული ზის იქ და ვერ ახერხებს საკუთარ სახელმწიფოში ჩამოსვლას", - განაცხადა ივანიშვილმა.

 „სააკაშვილის მეუღლემაც თქვა -  ჩემი ქმარი ისეთი კაცი იყო, მაგის უნდა ეშინოდეს ხალხს, მაგრამ ახლა ნუღარ გეშინიათ, თვალებში ჩავხედეო. იმდენი ცინიზმი მოდის მაგათგან, უსუსურობისაა ეს ყველაფერი. პროვოკაციებს ველოდებით, მაგრამ თუ იქნება, ეს იქნება ძალიან მცირე მასშტაბის და რეალურად ვერაფერზე გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.