აქტუალური
„პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, „გირჩის“ წევრებს ამოიღებდნენ სიიდან“ – ზურაბ ჯაფარიძე

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

 „დღეს შეხვედრაზე დამიბარა პაატა ბურჭულაძემ, სადაც დამხვდა ოცდაათამდე ადამიანი. ბურჭულაძემ მითხრარომ ჩემს გარდა, „გირჩისყველა წევრი უნდა ამოეღო სიიდან. ჩემთვის ეს იყო მოულოდნელობა. ვაკეში ვაპირებდი კენჭისყრას და მთელი დღე დაკავებული ვიყავი საარჩევნო კამპანიის საქმეებით. მერე შევეცადე, გამერკვია, რა მოხდა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი, უბრალოდ, მაშანტაჟებდა”, - აცხადებს ჯაფარიძე.

 როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ბურჭულაძემ უთხრა, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოტანას, ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრები იქნებოდნენ ამოღებული საარჩევნო სიიდან.

 „მე განვაცხადე უარი,  რომ დავრჩენილიყავი სიაში. საქმე გვაქვს აშკარა შანტაჟთან, რადგან არ მგონია, რომ ეს ფული ყოფილიყო ფულისთვის. მე მგონია, რომ მას ეს ფული სჭირდებოდა პირადი ინტერესებისთვის. ათობით ათასმა კოორდინატორმა, რომლებიც ჰყავს ამ ბლოკს და რომლებიც ელოდებიან დაფინანსებას, უნდა იცოდნენ, რომ ამ ადამიანს ამ ბლოკიდან დღემდე თვეში შემოსავალი აქვს 60 000 ლარი, თუ მეტი არა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.