უცხოეთი
პენტაგონის ხელმძღვანელმა რუსეთი სირიაში „სამოქალაქო ომის გაჩაღებაში“ დაადანაშაულა

  საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. რუსების სირიაში მოსვლამ ქვეყანაში შექმნილი ვითარების პოლიტიკური დარეგულირება შეუძლებელი გახადა – ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ეშტონ კარტერმა “ბიბისის” განუცხადა.

 “როცა რუსეთი სირიაში მოვიდა, კრემლმა განაცხადა, რომ მათი მიზანი ტერორიზმთან ბრძოლა და სამოქალაქო ომის შეჩერებაა ხელისუფლების პოლიტიკური გადაცემით. მაგრამ, რუსეთმა ეს არ გააკეთა – მან მხოლოდ გააღვივა ომი და ძალადობა. ჩვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე ვერ მივედით იმასთან დაკავშირებით, რომ ბაშარ ასადი უნდა გადადგეს და ახალი მთავრობა ჩამოყალიბდეს”, – თქვა კარტერმა.

 სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. რუსეთი სირიის ომში 2015 წლის დასასრულიდან მონაწილეობს.