საზოგადოება
კობა გვენეტაძე: როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს საქართველოში, თეორიულადაც კი ძნელია პროგნოზის გაკეთება

  საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი.  ეროვნული ბანკის ფუნქცია არის დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნება, რამაც უკვე გრძელვადიან პერიოდში ლარის სტაბილურობა უნდა განაპირობოს, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

 „თუ გადავხედავთ ბოლო თვეების ტენდენციებს, დინამიკა ნამდვილად გაუმჯობესებაზე მეტყველებს. ტურიზმი 11 პროცენტით გაიზარდა, ფულადი გზავნილები - 13 პროცენტით. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8 პროცენტით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი შემცირდა ორი პროცენტით. ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და პიკსაც კი მიაღწია. თუ ყველაფერს ამას შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ სხვა თანაბარ პირობებში გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით“, - აღნიშნა გვენეტაძემ.