რელიგია
ილია II: ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი, თუმცა ყველას უნდა საქართველოში დაბრუნება

  საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს სამშობლოში დაბრუნება უნდა, - ამის შესახებ 27 ნოემბერს, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა.

 "თქვენი ლოცვით მშვიდობით დავბრუნდით მოსკოვიდან. დიდი მოკითხვა გადმოგვცეს ქართველებმა. ბევრი ქართველია რუსეთში, თითქმის ერთი მილიონი, თუმცა ყველას უნდა საქართველოში დაბრუნება", - ბრძანა პატრიარქმა.