პოლიტიკა
"ჩვენ არ შეგვიძლია, იგნორირება გავუკეთოთ ძალის გადანაწილებას პუტინსა და ტრამპს შორის” - თბილისში დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იმყოფება (საქინფორმი)

  საქართველო. 6 დეკემბერი, საქინფომი. გუშინ დილით, 5 დეკემბერს, გამოქვეყნდა საქინფომის ანალიტიკური პუბლიკაცია „აშშ–ს კავკასიაში დიდი ბრიტანეთი შეცვლის – CSSF-ის გეგმები საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და მოლდოვაში“, სადაც , კერძოდ, ნათქვამია, რომ აშშ–ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, იმის შიშით, რომ პუტინი დაუმეგობრდება ტრამპს და ამერიკელები საქართველოდან წავლენ, დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, საქართველო თავისი გავლენის სფეროში წინასწარ მოაქციოს.

 საქინფომის ვარაუდი, როგორც ჩანს, მართლდება: გუშინვე გვიან ღამით თბილისში დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრები ჩამოვიდნენდელეგაციის წევრები პირისპირ გაესაუბრნენ პარლამენტის თავმჯდომარეს და “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ასევე შეხვდნენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს.

 საქინფომის მკითხველს შევახსენებთ, რომ ინგლისელი პარლამენტარების ვიზიტს წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის ამერიკისა და ევროპის საქმეებში, სერ ალან დუნკანის ვიზიტი ბრიტანეის ხელისუფლების მაღალჩინოსნების დელეგაციის სათავეში – საქართველოს ხელისუფლებასთან „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ დასამყარებლად.

 დიდი ბრიტანეთის პარლამენტარებმა ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, რასაც საქინფორმი მოგვიანებით დაწვრილებით გააცნობს მკითხველს.

 "საერთაშორისო პოლიტიკა ამჟამად ცვლილებების პროცესშია. შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის არჩევა მთელ დინამიკას ცვლის. გაერთიანებულ სამეფოში კი მხარი დავუჭირეთ ევროკავშირის დატოვებას, რის გამოც გვექნება სრულიად განსხვავებული სიტუაცია. ჩვენ გვჭირდება ახლო ურთიერთობები სტაბილურ დემოკრატიებთან, როგორიცაა საქართველო. პოლიტიკური სტაბილურობა, ვაჭრობა და ორმხრივი ურთიერთობა - ეს ის საკითხებია, რაზეც ვიზიტის ფარგლებში გავამახვილებთ ყურადღებას.

 ჩვენ არ შეგვიძლია, ასევე, იგნორირება გავუკეთოთ გლობალური ძალის გადანაწილებას პუტინსა და ტრამპს შორის („პუტინი რომ ტრამპს დაუმეგობრდება და ამერიკელები საქართველოდან წავლენ“ – საქინფორმი, იხ. დასაწყისში). ჩვენი მოვალეობა არაა საქართველოს შიდა საკითხებზე კომენტარის გაკეთება. თუ თქვენი მთავრობა გადაწყვეტს ამაზე საუბარს, ჩვენ მოვუსმენთ", - ჩამოსვლისას განუცხადა ჟურნალისტებს დელეგაციის ხელმძღვანელმა სტეფან პაუნდმა.