პუბლიკაციები
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ერთობლივი პრესკონფერენცია

   იენს სტოლტენბერგი, ნატო- გენერალური მდივანი:

 “ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გიორგი, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ ნატო- სათავო ოფისში. თქვენი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პარტნიორობის სიმტკიცეს, რომელიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, ასევე ჩვენი პირადი პარტნიორობის სიმტკიცეს, რომელიც არის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში ჩვენი ურთიერთობის შედეგი. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ ერთობლივ მხარდაჭერას ნატო-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის განმტკიცებასთან დაკავშირებით.

 პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ საქართველოს და ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიის სწრაფი რეაგირების ძალებში მომსახურე ქართველ მებრძოლებს, რომლებმაც გააკეთეს სწრაფი რეაგირება და დაიცვეს გერმანიის საკონსულო, როცა მასზე განხორციელდა შეტევა. საკონსულოს დაცვისას ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს სიმამაცე და პროფესიონალიზმი. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს არ მოჰყოლია ფატალური შედეგები და არც ვინმე დაშავებულა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რამხელა წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში, ასევე ნატო- საქმიანობაში. ეს მაგალითი ასევე ცხადყოფს თქვენი მებრძოლების მნიშვნელოვან როლსა და პროფესიონალიზმს ავღანეთში ნატო- მტკიცე მხარდაჭერის მისიის ოპერაციებში.

 ჩვენ დიდად ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატო-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც ჩვენ შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

 შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი პარტნიორობის განმტკიცების და შემდგომი გაღრმავების გზები.

 სექტემბერში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იმყოფებოდა საქართველოში და ჩვენ გვქონდა შეხვედრები პირადად თქვენთან და თქვენს მინისტრებთან. ჩვენ განვიხილეთ ვარშავის სამიტზე დამტკიცებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელება.

გილოცავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, რაც ადასტურებს კიდეც თქვენს პროგრესს რეფორმების განხორციელების გზაზე. ნატო მომავალშიც დაგიჭერთ მხარს რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ მომავალშიც უზრუნველვყოფთ საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.

მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მომავალშიც ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას რეფორმების გატარების გზაზე და წვრთნების ჩატარებაში, რაც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გაძლიერებას. ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ, რომ ნატო-საქართველოს კომისია მომავალშიც იყოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ინსტრუმენტი.

როგორც უკვე არაერთხელ განვაცხადე, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს თქვენი მისწრაფებების ხორცშესხმაში და ნატო-სთან კავშირების განმტკიცებაში.

გარდა ამისა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად. ჩვენ შევაფასეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობა. რასაკვირველია, საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო შავიზღვისპირეთში, ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვისთანაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-სთვის, რადგანაც შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ალიანსისთვის, ხოლო პარტნიორობა საქართველოსთან მისი მნიშვნელოვანი ნაწილია.

კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნატო- სათავო ოფისში. ჩემთვის ყოველთვის სასიხარულოა თქვენთან შეხვედრა. იმედის თვალით შევყურებ სამომავლო თანამშრომლობას თქვენთან, თქვენს მთავრობასა და თქვენი კაბინეტის მინისტრებთან, რომლებიც თქვენს დელეგაციაში შედიან.”

გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი:

განვიხილეთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის სხვადასხვა ასპექტები. ჩვენი წინა შეხვედრა სექტემბერში, თბილისში გაიმართა, როდესაც თქვენ და ელჩები  სტუმრობდით საქართველოს. ეს ვიზიტი იყო ნატო- მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების განუხრელი მხარდაჭერის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი.

ამდენად, მინდა, პირადად თქვენ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ჩართულობისა და დიდი მხარდაჭერისთვის საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში გამართული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პირველი ოფიციალური ვიზიტი იმართება ბრიუსელში, ნატო-სა და ევროკავშირში. ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა, შევხვდე საქართველოს უახლოეს მეგობრებსა და პარტნიორებს ნატო-სა და ევროკავშირში.

მივიღეთ საქართველოს მოქალაქეების მანდატი, რათა განვაგრძოთ ის რეფორმები და პოლიტიკური კურსი, რომელსაც წლების მანძილზე განუხრელად მივდევთ. არჩევნების შედეგებმა ასევე გვაჩვენა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი ჩვენი მოქალაქეების ეროვნული არჩევანია. ჩვენი მთავრობა მოწოდებულია, ეს მოლოდინი გაამართლოს.

გენერალურ მდივანთან დღეს გამართული შეხვედრისას დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია და ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებებისა იმპლემენტაცია. ვარშავის სამიტზე წევრმა-ქვეყნებმა არაორაზროვნად გაუსვეს ხაზი იმ გარემოებას, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, მოემზადოს გაწევრიანებისათვის. ჩვენ  ამ ინსტრუმენტებს მომავალშიც სრულად გამოვიყენებთ, რათა დავუახლოვდეთ გაწევრიანების მიზანს.

რაც შეეხება პრაქტიკულ თანამშრომლობას, ჩვენ არ ვიშურებთ ძალ-ღონეს, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ ნატო- წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას ამ კუთხით.

მათი ჩართულობის შედეგად, გვაქვს კონკრეტული მიღწევები. ჩვენ ვიზიარებთ გენერალური მდივნის ხედვას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო და ალიანსი გამოყოფენ ყველა აუცილებელ რესურსს საიმისოდ, რომ განხორციელდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში არსებული ყველა პროექტი და გამოყენებულ იქნეს ვარშავაში განსაზღვრული თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული გზა. ეს ინიციატივები ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერებასა და ამ გზით ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.

განვიხილეთ რეგიონალური უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. შევთანხმდით, რომ შავი ზღვის რეგიონალური უსაფრთხოება ნატო- უსაფრთხოების გარანტია. საქართველო მიესალმება ნატო- ინიციატივებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ სრულად ვიაზრებთ შავი ზღვრის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და რეგიონალური მშვიდობისათვის. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, მზადაა ჩაერთოს ალიანსის მცდელობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.  

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის მნიშვნელობას ალიანსისთვის და ჩვენ, როგორც ასპირანტი ქვეყანა, განვაგრძობთ წვლილის შეტანას ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის პროგრამაში.

ჩვენ ასევე შევეხეთ სქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას და რუსეთსა და სოხუმის თვითგამოცხადებულ რეჟიმს შორის გაფორმებულ .. შეთანხმების რატიფიკაციის საკითხს. შეთანხმება შეეხება ერთიანი სამხედრო დანაყოფის შექმნას. ეს უკანონო ქმედება უხეშად არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს.

საქართველო მიესალმება ნატო- მხარდაჭერას საქართველოს  ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ასევე გამოვხატავთ მადლობას ნატო- ერთსულოვან და მყარ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება და თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს ჩვენი ტერიტორიიდან.

დიდ მადლობას ვუხდი გენერალურ მდივანს მისი მხარდაჭერისათვის საქართველოს ინტეგრაციის პროცესში!"