უცხოეთი
დიდ ბრიტანეთს სირიაში მიმდინარე მთელი ომის განმავლობაში არ გამოუყვია არცერთი გრამი ფქვილი, აბი და საბანი მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად! – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ თუ ლონდონი თავად არ აგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას სირიაში, ხელს მაინც ნუ უშლის სხვებს დახმარებაში. ასეთი კომენტარი გაუკეთა კონაშენკოვმა ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივნის ტერეზა მეის განცხადებას სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ თითქოსდა რუსეთი „ხელს უშლის ალყაშემორტყმული ალეპოს მცხოვრებლებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას“.

 „დიდ ბრიტანეთს სირიაში მიმდინარე მთელი ომის განმავლობაში არ გამოუყვია არცერთი გრამი ფქვილი, აბი და საბანი მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად. ამიტომ თუ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში ნამდვილად სურთ აღმოსავლეთის რაიონების მცხოვრებლებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება – ამისათვის ყველა პირობა არსებობს!“, – განაცხადა კონაშენკოვმა.