პოლიტიკა
აშშ-ის მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს საქართველოში - თომას მელია

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის და მედიის თავისუფლების საკითხზე ჟურნალისტებთან ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ თომას მელიამ ისაუბრა.

 "შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს მტკიცედ უჭერს მხარს. ელჩმა კელიმ გამოხატა პოზიცია ამასთან დაკავშირებით. პლურალიზმი, მე ვფიქრობ, ის უმთავრესი ელემენტია, რომელზეც გავლენას ახდენსრუსთავი 2”-თან დაკავშირებით მიმდინარე დავა. ამის თაობაზე ჩვენი შეხედულება საყოველთაოდ ცნობილია და ველოდებით, საქართველოში ვიხილოთ ეფექტიანი და მრავალფეროვანი მედია, რაც ყოველთვის იყო საქართველოს ძლიერი მხარე. იმის მიუხედავად, თუ ვინ იყო ხელისუფლებაში, ყოველთვის არსებობდა, თუნდაც ბოლო წლებში, ბეჭდურ, ონლაინ და სატელევიზიო სივრცეში კრიტიკული აზრის გამოხატვის საშუალება. ჩვენ ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ეს გაგრძელდება", - განაცხადა თომას მელიამ.

 საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეობამდე თომას მელია ამერიკის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო.