უცხოეთი
სულელმა ჰუსეინოვიჩმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რუსეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ გაუთანაბრა და პედერასტების უფლებებისათვის ბრძოლისკენ მოუწოდა

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. „კოჭლი იხვი“ – აშშ–ის 44–ე პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელმაც ზედ წასვლის წინ რუსეთს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა, ნაციის წინაშე სიტყვით გამოვიდა, რომელშიც რუსეთსა და ჩინეთს ამერიკისთვის მთავარი საფრთხე უწოდა.

  „ისეთი მეტოქეები, როგორიც რუსეთი და ჩინეთი არიან, ვერ ვერ გაუწევენ კონკურენციას ჩვენს გავლენას მსოფლიოში, თუ ჩვენ უარს არ ვიტყვით იმაზე, რისთვისაც ვიბრძვით“. ამგვარად, ობამამ, კიდევ ერთხელ, არსობრივად, რუსეთი და ჩინეთი ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ გაუთანაბრა.

  ასევე ბარაქ ობამამ გამოთქვა რწმენა, რომ აშშ „უარს არ იტყვის გლობალურ ბრძოლაზე – დემოკრატიის გაფართოების, ადამიანთა უფლებებისა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისათვის“, – განაცხადა ობამამ და ცრემლი წამოუვიდა, ზუსტად ისე, როგორც ვიცე–პრეზიდენტ ბაიდენს, რომელიც გამომშვიდობებისას ჰუსეინოვიჩმა ორდენით დააჯილდოვა და გუშინ საიდუმლო მისიით გაუშვა პოროშენკოსთან, უკრაინაში...