უცხოეთი
ტილერსონი მტკიცეა, ზეწოლას მოახდენს, თუმცა მზადაა მეორე მხარის არგუმენტები მოისმინოს – დიმტრი პესკოვი

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. კრემლში ელიან, რომ რექს ტილერსონი მტკიცედ დაიცავს აშშ–ის ინტერესებს სახელმწიფო მდივნის პოსტზე, თუმცა. ამავდროულად, შეინარჩუნებს კონსტრუქციულობას, – განაცხადა რფ–ის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 „ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ტილერსონი მოსკოვში, როცა ის სათავეში ჩაუდგა Exxon Mobil–ს და მისი მაშინდელი პარტნიორებიდგან გვსმენია, რომ უკიდურესად მტკიცეა, როცა საკუთარი მიზნის მისაღწევად იბრძვის“, – განაცხადა მან NBC–სთან ინტერვიუში, – თუმცა, ჩვენი თვალსაზრისით, ის კონსტრუქციულიცაა. ის ბოლომდე დაიცავს თავის პოზიციას, თუმცა მზადაა, მეორე მხარის არგუმენტები მოისმინოს“.