საზოგადოება
54%-ის აზრით, ქვეყანას უნდა ჰქონდეს პროდასავლური საგარეო კურსი, რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით - NDI

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. NDI-ის კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა საგარეო კურსზე დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.

  გამოკითხულთა უმეტესობა - 54% მიიჩნევს, რომ ქვეყნის ვექტორი პროდასავლური უნდა იყოს, თუმცა საქართველომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

  18% მიიჩნევს, რომ პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა კარგი ურთიერთობით ევროკავშირთან და ნატოსთან. ცალსახად პროდასავლურია 12%, პრორუსული კი - 9 %.