სამართალი
ორი დღის განმავლობაში საქართველოში, საპოლიციო კონტროლის დროს, სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი გამოვლინდა

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

  2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების - 63 ფაქტი; ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება – 1 ფაქტი; ქურდობის – 15 ფაქტი; ოჯახში ძალადობის - 3 ფაქტი და სხვ.

  საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის: დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის - 24 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების – 43 ფაქტი, ნარკოტიკების უკანონო მოხმარების - 45 ფაქტი და სხვ.