სამართალი
დანაწევრება მოხდა გვამის ტაქტიკური გადაადგილების მიზნით - სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მომხდარის დეტალებზე საუბრობს

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ გააკეთა.

  ლაპარაკია რიტუალურ მკვლელობაზე, რომელიც ოქტომბერში მოხდა.

 წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენებას მისცა.

  "თავს ნაწილობრივ ვცნობ უდანაშაულოდ, ანუ სრულად არ ვეთანხმები ბრალდებას. ცოცხალი ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მოკვლა. ანუ ამ შემთხვევაში, ცოცხალი ადამიანის გვამად ქცევამდე არ ყოფილა ჩანაფიქრი, რომ ორგანოები სხვაგვარად გამოყენებულიყო. დანაწევრება მოხდა გვამის ტაქტიკური გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მოტივით, როგორც აჟღერებენ. სისასტიკე მაინც არის, როდესაც ადამიანს მოახრჩობ, დაახრჩობ, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკე, რომ სიცოცხლეშივე აწამო, გარდა იმისა, რაც აღვნიშნე, ასეთ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ამიტომაც ვერ დავეთანხმები ვერანაირად მესამე ნაწილის მუხლებს, - განაცხადა ბექა შენგელიამ სასამართლო პროცესზე.

  თავს დამნაშავედ მიიჩნევს გოგონაც, რომელსაც დედის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.