საზოგადოება
"ქართული ოცნების" 37 დეპუტატს, ნაცმოძრაობიდან – 4–ს და 6 მინისტრს მილიონ ლარზე მეტი აქვთ

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” 115 დეპუტატიდან 37 მილიონერია, ანუ მათი უძრავ-მოძრავი ქონების ღირებულება და საბანკო ანგარიშებზე განთავსებული დანაზოგები 1 მილიონ ლარს აჭარბებს. 4 მილიონერი დეპუტატი ჰყავს საპარალამენტო ოპოზიციას. კვლევის მიხედვით, 6 მილიონერია საქართველოს მთავრობაშიც.

პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები მონიტორინგის ცენტრმა “მედიატორმა” და პოლიტიკურმა პარტია “ახალმა საქართველომ” შეისწავლეს.

„კვლევაში გამოიკვეთა, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატების 35%, ანუ 37 მათგანი არის დეკლარირებული მილიონერი, მათი ხუთეული ასე გამოიყურება - შოთა შალელაშვილი, იოსებ მაკრახიძე, ბექა ოდიშარია, ლევან კობიაშვილი, კობა ნარჩემაშვილი. გვყავს 6 დეკლარირებული მინისტრი - კახა კალაძე, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ქეთევან ციხელაშვილი, გიორგი გახარია, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი“, - განაცხადა მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” წარმომადგენელმა სოფიო მუზაშვილმა