რელიგია
„უფალი ყველას მისი ძალის მიხედვით აძლევს ჯვარს“ – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის 2017 წლის 19 მარტის ქადაგება

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „ვისაც უნდა შემოდგომად ჩემდა უარყავნ თავი შენი, აიღე ჯვარი შენი და შემომიდეგ მე“. რა ბედნიერია ის ადამიანი, ვინც უარყოფს თავსა თვისსა და აიღებს ჯვარსა თვისაა.

ხშირია შემთხვეა, როცა ადამიანი იღებს სხვის ჯვარს (არადა ისედაც მძიმეა ჩვენი ჯვარი და უფრო მეტად კი სხვისი ჯვარი). უფალი კი ყველას მისი ძალის მიხედვით აძლევს ჯვარს. შევთხოვთ უფალს, მოგვცეს ჯვარი, რომელსაც ბოლომდე მივიტანთ, რომელიც მსუბუქი იქნევა ჩვენთვის და ღვთის ნებით მოცემული.

დღევანდელი კვირა არის ჯვირსთაყვანისცემის კვირა. შევთხოვთ უფალს, რომ ბოლომდე მიგვატანინოს ჯვარი ჩვენი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

25 წელია ჩვენს ეკლესიას ემსახურება არქიმანდრიტი დავითი (ჭინჭარაული) და დღეს გადავწყვიტეთ დავაჯილდოვოთ იგი მეორე ჯვრის ტარების უფლებით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შაბათს არის დიდი დღესასწაული, – 100 წლისთავი ავტოკეფალიის აღდგენიდან, როცა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ლეონიდემ ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა სვეტიცხოველში. შაბათს 10:00-ზე სვეტიცხოველში ჩატარდება წირვა, რომელსაც მე თვითონ შევასრულებ.