აქტუალური
სამხედრო მოსამსახურე შავაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება „თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის“ მუხლით – თავდაცვის სამინისტროს განცხადება

   საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

“თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა

და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა. შავაძე, ა/წ 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს”.